2014 წლის 26 ნოემბერს შუაფხოს საჯარო სკოლის მერვე კლასში ჩატარდა სადემონსტრაციო გაკვეთილი ისტორიაში. გაკვეთილი ჩაატარა პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებელმა დავით ჩივაძემ .თემად შერჩეულ იქნა ინგლისის ისტორიიდან აღებული საკითხი- "ჩარლზ პირველის სიკვდილით დასჯა". საკითხი პრობლემატურია და მის მიმართ დამოკიდებულებაც არაერთგვაროვანია. გაკვეთილი მიზნად ისახავდა ჩარლზ პირველის სიკვდილის ირგვლივ არსებული მასალების, სხვადასხვა მხარეთა არგუმენტების გაცნობას და შედეგების შეფასებას. გაკვეთილის გეგმაც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე იყო გათვლილი.
გაკვეთილი დაიწყო გონებრივი იერიშით, პედაგოგმა დასვა შეკითხვა "რა იცით XVII საუკუნეში ინგლისში მიმდინარე სამოქალაქო ომის შესახებ?". შემდეგ პასუხები ჩამოწერა დაფაზე. შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს გადასცა ისტორიული წყარო, რომელზიც მოგვითხრობდა ინგლისის რევოლუციის ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტის შესახებ. გაკვეთილის პარალელურად მიმდინარეობდა პრეზენტაცია PowerPoint-ში. მოსწავლეებმა გააკეთეს წაკითხულის პრეზენტაცია. შემდეგ პედაგოგმა მოსწავლეები ორ წყვილად გაყო და დაურიგა ბარათები, რომლებზეც დატანილია იყო ჩარლზ პირველის სიკვდილით დასჯის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები. მოსწავლეებმა შეაფასეს მასალა და შემდეგ ბაართები შესაბამის ცხრილში დაახარისხეს. დასკვნით ეტაპზე გაიმართა დისკუსია. ბავშვებმა შეაჯამეს თავიანთი შეხედულებები და ფლიპჩარტის ფურცელზე ჩამოწერეს. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების სქემა, დამსწრე პედაგოგებმა წინასწარ მომზადებული სქემით შეაფასეს საგაკვეთილო პროცესი და გააკეთეს კომენტარები:
ირინა კალანდაძე: "გაკვეთილის თემა იყო ძალიან საინტერესო, აქტივობები მრავალფეროვანი და ემსახურებოდა მიზნის მიღწევას. გაკვეთილი იყო ძალიან კარგად ორგანიზებული"
ნესტან ხორხომელიძე: "სადემონსტრაციო გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო თემაზე, წარიმართა აქტიურად .მოსწავლეები იყვნენ კარგად ინფორმირებულნი თემის ირგვლივ. გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა, აქტივობები სწორად იყო შერჩეული, რესურსები იყო მრავალფეროვანი, რამაც ხელი შეუწყო საბოლოო შედეგზე გასვლას"
ვალიდა ბაგაური: "სადემონსტრაციო გაკვეთილის თემა საინტერესო იყო არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ დამსწრე პედაგოგებისათვის. გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები. მსჯელობდნენ, კამათობდნენ, აფიქსირებდნენ თავიანთ შეხედულებებს. რესურსები და აქტივობები სწორად იყო შერჩეული, დრო სწორად იყო განაწილებული. გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა."
ზოგიერთმა პედაგოგმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგჯერ პედაგოგის აქტიურობა მოსწავლეთა აქტიურობას ფარავდა. მთლიანობაში სადემონსტრაციო გაკვეთილი დადებითად შეფასდა. ხელმძღვანელმა პედაგოგმა , პროცესის დასრულების შემდეგ, შეავსო თვითშეფასების სქემა და გააანალიზა საგაკვეთილო პროცესი.
Комментариев нет:
Отправить комментарий